პროკურატურაში გულუას სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის დაკითხვა დასრულდა

 

პროკურატურაში გულუას სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ქაჯაიას დაკითხვა დასრულდა. ის აფრასიძეების საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხებოდა. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ქაჯაიამ მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“90 წლიდან მე ამ ქვეყნის სამსახურში ვარ. ჩემი წარსულით ვამაყობ, იმედი მაქვს და ვიცი, რომ საქართველოს გაბრწყინების გზაზე მე ჩემს წვლილს შევიტან. დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით”, – განაცხადა ზურა ქაჯაიამ.

პოლიციის პოლკოვნიკი დაკითხვაზე დღეს მეორედ დაიბარეს. ქაჯაია დაკითხვაზე აეროპორტიდან გუშინაც წაიყვანეს, მაშინ როცა სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი უკრაინაში მიემგზავრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები