თინა ხიდაშელი: ერთი მინისტრის შეცვლა ჩვეულებრივი პროცესია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის განცხადებით, უმრავლესობაში არავითარი პრობლემა არ არსებობს და თუკი მთავრობის შემადგენლობა ისე შეიცვალა, რომ მას ნდობის გამოცხადება დასჭირდა, მათ პარლამენტის მხრიდან ნდობა ექნებათ.
“ერთი მინისტრის შეცვლა ჩვეულებრივი პროცესია და კონსტიტუციაში იმიტომ წერია შვიდამდე შეიძლება მინისტრები გამოცვალოო, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია. გარწმუნებთ, რომ უმრავლესობაში არავითარი პრობლემა არ არსებობს და თუკი მთავრობის შემადგენლობა ისე შეიცვალა, რომ მას ნდობის გამოცხადება დასჭირდა, ნდობა ექნებათ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები