არქიტექტურის სამსახურის წესდებაში ცვლილება შევიდა

 

თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის უფლების დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის დელეგირებასთან დაკავშირებით, არქიტექტურის სამსახურის წესდებაში ცვლილებები შევიდა. თბილისის მერიის ცნობით, 2013 წლის 25 სექტემბერიდან თბილისის ტერიტორიაზე ძეგლზე სამუშაოების ნებართვას და კულტურული მემკვიდროების დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვას გასცემდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რაც თბილისის ტერიტორიაზე, როგორც ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ქალაქგეგმარებითი პროცესების მართვას ართულებდა.

არქიტექტურის სამსახურს დაწყებული აქვს თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, ასევე, განახლდება კულტურული მემკვიდრეობის საყრდენი გეგმა. შესაბამისად, მიზანშეწონილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის მართვის უფლების გადმოცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, რათა თბილისის მერიას წვდომა ჰქონდეს ამ ტერიტორიაზე განხორციელებულ და განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებზე, ზემოთ აღნიშნულ გენერალურ გეგმაში გასათვალისწინებლად.

წესდებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, თბილისის არქიტექურის სამსახური უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს შემდეგი სამუშაოები: ძველ თბილისში I კლასის შენობა–ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ძველ თბილისში არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო–რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების დადგენილი წესით გაცემა; ასევე, სამსახურის ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები