რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები გადასცა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ სამაჟორიტარო ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე N4 საჯარო სკოლის დირექციასა და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები გადასცა.
დეპუტატის განმარტებით, სამაჟორიტარო ბიურომ სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით განახორციელა. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოების პარალელურად, სკოლის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მისი უშუალო შუამდგომლობით დაიწყება. ცნობილია, რომ სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე იმყოფება და, შესაბამისად, მისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თვითმმართველობის კომპეტენციას არ განეკუთვნება. საკითხზე რეაგირების მიზნით, დეპუტატმა აღნიშნულ უწყებას უკვე მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა პრობლემის გადაჭრის მექანიზმებს 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები