სპორტის კომიტეტი პრემიერს ლევან ყიფიანის გათავისუფლებას სთხოვს

პარლამენტის სპორტის კომიტეტი პრემიერ ირაკლი ღაიბაშვილს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გათავისუფლებას სთხოვს. კომიტეტის წევრებს ლევან ყიფიანის მუშაობა არ მოსწონთ და, შესაბამისად, კონკრეტული შენიშვნები ირაკლი ღარიბაშვილს უკვე გადაუგზავნეს. როგორც უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლევან ყიფიანს შენიშვნები, რომლებიც დეპუტატებისგან ოდესმე მიუღია, არაასდროს გაუთვალისწინებია.
“ერთი წლის თავზე მან შენიშვნები მიიღო სპორტულ ობიექტებთან დაკავშირებით, სპორტის შესახებ კანონის ახალი ინიცირებასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაც მისი პირდაპირი ვალდებულება იყო. მას არც ერთი შენიშვნა არ მიუღია”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები