ნოდარ ჯავახიშვილი: ვალდებულად ვთვლი თავს, რომ საზოგადოების ყველა კითხვის ნიშანი მოვხსნათ

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ პირველი, რაც მან მინისტრის პოსტზე ყოფნისას უნდა გააკეთოს, ტენდერების შესახებ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას უნდა უპასუხოს. მინისტრს მიაჩნია, რომ როდესაც გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, ეს ნორმალური არ არის. “ვალდებულად ვთვლი თავს, რომ საზოგადოების ყველა კითხვის ნიშანი მოვხსნათ. მათ შორის უპირველესი, რაც ყველაზე ხშირად ისმის არის ის, რომ მაგალითად, შარშან 126 ტენდერი გამოცხადდა, სადაც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. აბსოლუტურად ვეთანხმები საზოგადოების ამ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ტენდერი აღარ არის ტენდერი, თუ იქ ერთი მონაწილეა, თუმცა ამის გამოც საქმე ვერ გავაკეთოთ, ესეც რთულია. მე მომიწია ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი-ოთხი ტენდერის ჩაშლა”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები