ბელორუსმა მინისტრებმა ჯიღაურას ბაზა და ,,სარაჯიშვილის” საწარმო დაათვალიერეს

ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაიაცი და ბელარუსიის მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას ბაზას სტუმრობდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ნოდარ კერესელიძემ, იური ნოზაძემ, გოჩა ცოფურაშვილმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლეს. სტუმრებმა დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახები და ხეხილის ნარგაობები, გაეცნენ ვაზის მყნობის თანამდროვე მეთოდებს და სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს. ბელორუსმა სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ბელორუსიაში წამყვანი ქართული ვაზის ენდემური ჯიშების საკოლექციო ნარგაობა გაშენდეს. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ აღნიშნული პროეტის განხორცილებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. დღესვე, ბელორუსიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაიაცი და ბელორუსიის მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან ერთად ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანია ,,სარაჯიშვილშიც“ იმყოფებოდნენ, სადაც პროდუქცის წარმოების ტექნოლოგიის პროცესს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები