სირიაში მიმავალი ქართველებისთვის თურქეთი დერეფნად იქცა – რა პასუხი აქვს ამაზე საქართველოში თურქეთის ელჩს?

საქართველოში თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ “კვირის პალიტრასთან” საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველებისთვის სირიაში წასასვლელად თურქეთი დერეფნად იქცა, აღნიშნული ფაქტის აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც თურქეთ – სირიის საზღვრის სიგრძე 911 კილომეტრია, რომელზეც 100%-ით კონტროლის დაწესება შეუძლებელია, ამასთან, ელჩმა ისიც განაცხადა, რომ ექსტრემისტები სირიაში მოსახვედრად ლიბანს, ერაყს და იორდანიასაც იყენებენ.
– არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ათეულობით ახალგაზრდა პანკისელმა სირიასა და ერაყს მიაშურა “ისლა-მური სახელმწიფოს” დროშით საბრძოლვე¬ლად, დერეფნად კი თურქეთს იყენებენ. თქვენი აზრით, რა უნდა იღონოს საქართველომ ამ პრობლემის გადასაჭრელად? – საუბედუროდ, საკმარისად არის ხალხი,¬ ვინც ამას აკეთებს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაშიც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას, განსაკუთრებით მუსლიმანებს, გავაგებინოთ, რომ იმას, რასაც ე.წ.ხალიფატი აკეთებს, საერთო არაფერი აქვს ისლ¬ამთან; რომ პირიქით, ეს, უპირველესად, ისლამს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, აუცილებელია, მათთან ბრძოლაში გააქტიურება. თუ მხოლოდ იმ რეგიონებს დავუპირისპირდებით, რომელთაც ისინი აკონტროლებენ, ეს დროებითი გამარჯვება იქნება. საჭიროა მათი ძირფესვიანად ამოძირკვა, ეს კი მხოლოდ სირიის კრიზისის მოგვარებით გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება თურქეთს, მინდა ვთქვა, რომ ექსტ¬რემისტები სხვა ქვეყნებსაც იყენებენ სირიაში მოსახვედრად: ლიბანს, იორდანიასა და ერაყს. მეორე მხრივ, სირიასა და თურქეთს¬ შორის საზღვრის სიგრძე 911 კმ-ია და შეუძლებელია 100%-იანი კონტროლის დაწესება¬. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო ჩვენთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა იმ პირთა შესახებ, რომელიც პოტენციური ექსტრემისტები არიან და შედეგად, სირიაში¬ თურქეთიდან გადამსვლელთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. რაც შეეხება პანკისსა და საქართველოს, მე შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარული ვარ, რომ მზად არიან ამ პრობლემის გადასაჭრელად. იმავდროულად, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმ მიზეზების გამოვლენას, თუ რატომ სწირავენ ეს ახალგაზრდები თავიანთი ცხოვრების საუკეთესო¬ წლებს ისეთ მონსტრს, როგორიცაა ე.წ. ხალიფატი. ეკონომიკური მიზეზებია თუ ინტეგრაციის ნაკლებობა, საჭიროა ამ პრობლემების გადაწყვეტა და ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობის მიცემა. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით საქართველოს მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს. ისინი ცდილობენ მოსახლეობას დაანახონ, რომ ეს არ არის ისლამი. ამასთან, მუშაობენ პანკისში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები