თბილისის ვიცე-მერი საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მადლობას უხდის

თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის გამოყოფილი 10 მილიონი გრანტისთვის მადლობას უხდის.
“გრანტზე მუშაობა მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის მანძილზე, უბრალოდ ამას პროცედურები და  შეთანხმება სჭირდება. ბიუჯეტის შეთანხმება ასევე დროში იყო შემჭიდროვებული და, აქედან გამომდინარე, ერთის მეორესთან დაკავშირება არ მიმაჩნია სწორად. მინდა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”  დიდი მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც შეტანილი იქნება ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების პროცესში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები