სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა უკრაინის მოქალაქე გადაარჩინეს
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ზღვაში დახრჩობას გადაარჩინეს. სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღამ ბათუმის ბულვარის საზღვაო რაიონში პატრულირებისას ზღვაში რეზინის ნავი შენიშნეს, რომელიც იძირებოდა და მასზე მყოფი პირი შველას ითხოვდა. კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, უკრაინის მოქალაქე გადაარჩინეს და ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.