თორნიკე ჭეიშვილი: იმ ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც „ლელოსა“ და გახარიას პარტიას ჰყავთ კანდიდატები წამოყენებული, აჯობებდა, რომ საერთოდ თავი შეეკავებინათ
„იმ ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ ჰყავთ კანდიდატები წამოყენებული, აჯობებდა, რომ საერთოდ თავი შეეკავებინათ ამ კანდიდატების დასახელებისაგან, რადგან მწარე პოლიტიკური მარცხი გარანტირებული აქვთ,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ის, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მიერ ნახევარი საარჩევნო მუნიციპალიტეტები ვაკანტურად დარჩა, იმაზე მიუთითებს, თუ როგორ სუსტად გამოიყურება დღეს რადიკალური ოპოზიცია. საქართველოში. საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რადიკალებმა, ეს ვერ იქნებოდა ხელშემშლელი გარემოება და ფაქტორი, იმ მიზანთან მიმართებით, რაც ჩვენ ჩვენი მხრივ გაცხადებული გვაქვს და რაც გულისხმობს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება და პირიქით, რადიკალური ოპოზიციის მეათე საიუბილეო მარცხი“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ და გახარიას პარტიას, 30-მდე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები არ დაუსახელებია.