ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს უჟგოროდში შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარს „მნიშვნელოვანი“ უწოდა.
„მადლობას გიხდით ამ ვიზიტისთვის. ჩვენ შინაარსიანი საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეს დიალოგი არსებობს. ჩვენ მას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ფიცოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისა და “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შედეგების შესახებ აცნობა.
ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მხარეებმა მუშაობის პრაგმატული ხასიათი ლიდერობის დონეზე და სამთავრობათაშორისო მუშაობაში უნდა შეინარჩუნონ.