მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არიან ადამინები, რომლებსაც სააკაშვილი უფრო დიდ მტრად მიაჩნიათ, ვიდრე პუტინი

საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი უფრო დიდი მტერია, ვიდრე პუტინი. Geogia Online-ის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„9 აპრილის მოვლენები ჩემთვის არის იმის სიმბოლო, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობისთვის და ვინ არის საქართველოს მტერი. როგორც ჩანს, ამ საკითხზე დღესაც არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია“, – აცხადებს სააკაშვილი. „მათ ვისაც მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი საქართველოს უფრო დიდი მტერია, ვიდრე პუტინი, აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში ყველაფერი ინგრეოდა. ისინი ფოქრობენ, რომ შეიძლება რუსეთთან ილაპარაკო კეკლუცობის რეჟიმში. სწორედ ამას ასწავლიდნენ ქართულ ელიტას მრავალი წლის განმავლობაში“, – ამბობს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები