დავით სუჯაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, მოადგილეებთან და საბჭოს აპარატის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი დაშავდა. ორი წლის შემდეგ საქართვლოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები