ყვითელი ავტობუსის მძღოლები და მეტროს მემანქანეები შესაძლოა, გაიფიცონ
14 აპრილიდან შესაძლოა, ყვითელი ავტობუსების მძღოლები და მეტროს მემანქანეები გაიფიცონ. მძღოლებმა და მემანქანეებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, თბილისის მერიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ თითქმის ყველა შპს-ს და მის თანამშრომლებს სააღდგომო პრემიები ჩაურიცხა ხელფასის 80%-ის ოდენობით, თუმცა მათთან მიმართებაში ასე არ მოქცეულა.
პროფკავშირების ოფისთან შეკრებულებმა ქალაქ თბილისის მერიას, გადაწყვეტილების შესაცვლელად, დრო დღის ბოლომდე მისცეს.