ჯავახიშვილის ქუჩაზე 17 დიოდური სანათი დამონტაჟდა

თბილისის გარეგანათების ქსელში კიდევ ერთი საპილოტე პროექტი განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, „სინათლის ქალაქის“ დახმარებით, ყაზახურმა კომპანია „SD Group”-მა ჯავახიშვილის ქუჩაზე, საცდელი ვადით, 17 LED სანათი დაამონტაჟა. დიოდური სანათების მონტაჟისა და განათების ჩართვის პროცესს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა დაესწრო.
„სინათლის ქალაქის დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში 4 საპილოტე პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, დიოდური სანათები დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან და ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე. როგორც ხორავამ განაცხადა, მიმდინარე საპილოტე პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ. საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან: „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა, მათ რიცხვს, ამჯერად, ყაზახური SD Group-იც დაემატა. დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70- %-იან ეკონომიას გასწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები