ნუცუბიძეზე ხვალ გაზმომარაგება შეწყდება

  ნუცუბიძის IV და II მიკრორაიონის კორპუსებს ხვალ გაზმომარაგება დროებით გაეთიშება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ინტენსიფიკაციის ქუჩაზე საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ხვალ 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე გაითიშება ნუცუბიძის პლატოზე მდებარე გმპ №258 და 259 (დარგოლილია), რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მ/რ-ისა და ნუცუბიძის II მ/რ-კვ. 4-ის კორპუსების, მხატვრების კერძო დასახლების მოსახლეობას. გაზმომარაგება აღდგება სამუშოს დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, დაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები