„პაშა ბანკმა“ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის 10 000 ლარი გადარიცხა
სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, „პაშა ბანკმა“ 2015 წლის 8 აპრილს, მისი პარტნიორების სახელით, ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“ – 10 000 ლარი გადარიცხა. აღნიშნული თანხა მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების სწავლა-განათლებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ – 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.
„პაშა ბანკი“ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად, პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს უწევს სპონსორობას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში, „პაშა ბანკი“ გამოირჩეოდა სოციალური და ბიზნესპროექტების მხარდაჭერით, კერძოდ, მან დაასპონსორა: სემინარი “A New Management Paradigm for a New Age of Managers “ და “4D Branding – Surprise Branding”; ბიზნესგანვითარების ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას ; ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group; ქართული პანორამა თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი.
თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორობისას ბანკისთვის უპირველესი მოტივაცია იყო საქართველოში ფილმის ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანა. „პაშა ბანკი“ Caspian Energy-ს მხრიდან 2014 წლის ბანკად დასახელდა, „წლის ბანკის“ ნომინაციაში გამარჯვება „პაშა ბანკის“ გენერალურ დირექტორს შაჰინ მამმადოვს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. ამჯერად, „პაშა ბანკი“ თანადგომას გამოხატავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ და უერთდება სოციალურ პასუხისმგებლობას მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.