„ნატახტარის“ ლიმონათი სააღდგომოდ სპეციალურ ფასად გაიყიდება

 კომპანია „ნატახტარი“ მომხმარებელს მორიგ აქციას სთავაზობს. სააღდგომოდ „ნატახტარის“ ლიმონათი ყველა სავაჭრო ქსელში სპეციალურ ფასად გაიყიდება. 1 – ლიტრიანი შეფუთვა – 1 ლარი, ხოლო 2 -ლიტრიანი – 2 ლარი ეღირება. აქცია 30 მარტს დაიწყო და 15 აპრილამდე გაგრძელდება. „ნატახტარის“ ლიმონათი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ნატახტარის ნაწარმმა დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. „ნატახტარის“ ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება. ექსპორტის მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ლიმონათზე“, – აღნიშნავენ კომპანიაში. კომპანია მომხარებელს ათი არომატის ლიმონათს სთავაზობს (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, კოწახური და ვაშლი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები