ვეტერანების ოჯახებს ერთჯერადად 500 ლარის დახმარება გაეწევათ

ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს ერთჯერადად 500 ლარის დახმარება გაეწევათ. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის თაობაზე განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც მისი სამსახური გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახს ერთჯერადად 500 ლარით დაეხმარება.
“თვითმმართველობა აფინანსებს ვეტერანების დაკრძალვის ხარჯებს, ამ ცვლილებით კი თუ გარდაიცვლება ვეტერანი ჩვენი სამსახური ოჯახსაც დაეხმარება ერთჯერადად 500 ლარით”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები