თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის
ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
სამგორის რაიონში ქვესადგურებში “აეროპორტი” და “ორხევი” გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, რკინიგზის ჩიხის, ქაიროს, ქიზიყის, ენუქიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, გუმათჰესის, ჭიჭინაძის და მოსტკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის და საბურთალოს რაიონებში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, დოლიძის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის, აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მცხოვრებლებს.
კაბელების გამოკვლევის მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ტრანსპორტის, კარალეთის და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალვანის, ცუცქირიძის, ლომოურის, კარდანახის, აბდუშელიშვილის და შემოსავლის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის ჩიხის და ილორის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.