მფარველობდა თუ არა გია უდესიანს ლაშა ნაცვლიშვილი – არჩილ კბილაშვილის პირველი კომენტარი

მფარველობდა თუ არა გია უდესიანს ლაშა ნაცვლიშვილი, – ამ თემასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილკაშვილი აკეთებს. კბილაშვილი ნაცვლიშვილსა და უდესიანს შორის კავშირს არ გამორიცხავს, თუმცა ის დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა შეფასება გააკეთა ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით. კბილაშვილის თქმით, ის ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს, თუმცა, როგორც ყოფილ მთავარ პროკურორს, ამის გაჟღერების უფლება არ აქვს.
“მე ვარ უამრავი ინფორმაციის მფლობელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღარ ვარ პროკურორი, არ მაქვს უფლება, რომელიმე კონკრეტულ საქმეზე გავაკეთო რომელიმე კონკრეტული შეფასება. ამის უფლება აქვს მხოლოდ მოქმედ პროკურორს. რაც შეეხება ჩემს კავშირს უდესიანთან, ამაზე პასუხიც ჩემი მხრიდან არასწორი იქნება”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
ამასთან, არჩილ კბილაშვილი თინა ხიდაშელის შენიშვნებსაც გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა “ქრონიკაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის ჩაბარება კბილაშვილ-ნაცვლიშვილის ტანდემისთვის, ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო.
“ეს არის კანონის შესაბამისი განცხადება. პოლიტიკოსია და მას უფლება აქვს, გააკეთოს ასეთი განცხადება. საჯაროდაა გაცხადებული, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა, მათ შორის პროკურატურის რეფორმაც უნდა მოხდეს. ჩემი სურვილი იყო, რომ ეს უფრო ადრე განხორციელებულიყო, მაგრამ ეს იმ დროში ვერ განხორციელდა. ეს არ შეიძლება განვიხილოთ ჩემს ნაკლად ან სისუსტედ, ვინაიდან ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები