ჩელიაბინსკის ოლქში ბუნებრივი აირის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში მომხდარი ბუნებრივი აირის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად სახლი ნაწილობრივ დაინგრა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 1937 წელს დაბადებული ქალი და 1941 წელს დაბადებული მამაკაცი. კიდევ ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება.