უკრაინის რადამ დღეს მუშაობა ბლოკირებული ტრიბუნით დაიწყო

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს სხდომა ბლოკირებული ტრიბუნით დაიწყო. ტრიბუნა პარტია „სვობოდას“ წევრებმა დაბლოკეს. ისინი უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ კორუფციის შესახებ ბრალდებების გამოძიებას ითხოვენ. რადას სპიკერმა ვლადიმერ გროისმანმა სხდომა მაინც გახსნა. მისი განცხადებით, დეპუტატები სიტყვით ადგილებიდან გამოვლენ. სხდომის პარალელურად რადას შენობასთან საპროტესტო მიტინგი იმართება. პარტია „სვობოდას“ წევრები იაცენიუკის წინააღმდეგ გამოძიების მსვლელობის პერიოდში მის გადადგომას მოითხოვენ. უკრაინის უმაღლეს რადაში ტრიბუნის დაბლოკვის პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს. ამ ილეთს, ძირითადად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები