ტურჩინოვი: უკრაინა ტერორისტებისა და ოკუპანტების დაფინანსებას არ აპირებს

უკრაინა ტერორისტებს, ოკუპანტებს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს არ დააფინანსებს. ამის შესახებ უკრაინის უშიშრიოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ თითქოს ვლადიმერ პუტინს რუსეთთან დონბასის მიერთება შესთავაზა, უფრო რუსეთის ხელისუფლების „ავადმყოფურ ოცნებებს“ ჰგავს.
ამასთანავე, უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დაფინანსება სრული ოდენობით ამ ეტაპზე შუძლებელია, ვინაიდან კიევი მათ ვერ აკონტროლებს.
„ამ ტერიტორიების დაფინანსება მხოლოდ იქ უკრაინის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე კი დონბასის, ლუგანსკის ოლქების ნაწილი და ყირიმი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მათი დაფინანსება შეუძლებელია. უკრაინა არ აპირებს ოკუპანტების, ტერორისტების და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაფინანსებას“, – განაცხადა ტურჩინოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები