სირიელმა ამბოხებულებმა იორდანიის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტი დაიკავეს
სირიელმა ამბოხებულებმა სირიისა და ირდანიის საზღვარზე მდებარე ძირითადი საკონტროლო-გამშვები პუნქტი – ნასიბი დაიკავეს. ნასიბი ამბოხებულებმა ორდღიანი გააფთრებული ბრძოლის შემდეგ აიღეს. მეორე გამშვები პუნქტი საზღვრის ამ მონაკვეთზე მათ ერთი წლის წინ დაიკავეს. ამის შემდეგ სირია-იორდანიის საზღვარზე ყველა მნიშვნელოვან გამშვებ პუნქტს ამბოხებულები აკონტროლებენ.