ერაყის ჯარის მიერ დაკავებულ ტიკრიტში დახვრეტილი სამხედროების სამარხები აღმოაჩინეს

ერაყის ქალაქ ტიკრიტში, რომელიც ქვეყნის რეგულარულმა ჯარმა რამდენიმე დღის წინ შტურმით აიღო, რამდენიმე სამარხია აღმოჩენილი. ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ესენი არიან სამხედროები, რომლებიც ისლამისტებმა გასულ ზაფხულს დახვრიტეს. მათი ინფორმაციით, სულ მაშინ 1700-დე ადამიანი იყო მოკლული. „ევრონიუსის“ ცნობით, ამ ეტაპზე ნაპოვნია სამი სამარხი, სადაც 22 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა, სამხედროების ვარაუდით, მოკლულთა რაოდენობა გაცილებით დიდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები