„არაბულმა კოალიციამ“ იემენზე ახალი ავიადარტყმები განახორციელა

იემენის ტერიტორიაზე ამბოხებული ხუსიტების პოზიციებზე „არაბული კოალიცია“ ავიადარტყმებს განაგრძობს. არაბული ქვეყნების საჰერო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაბომბეს საჰანის რაიონი, სადაც დაიბადა და ამჟამად იმალება იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალაჰი. ითვლება, რომ მისმა მომხრეებმა ხელი შეუწყეს ხუსიტების ამბოხს. გარდა ამისა, დაიბომბა ხუსიტების პოზიციები იემენის დასავლეთ ნაწილში, მათ შორის სამხედრო ბაზა ხოდეიდა და პორტი ას-სალიფი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთმა სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით პაკისტანს მიმართა, რათა ისლამაბადი იემენში ამბოხებული ხუსიტების წინაღმდეგ საბრძოლველად კოალიციას იარაღით დაეხმაროს. პაკისტანის ხელისუფლების პასუხი ამ თხოვნაზე ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები