უკრაინელმა მომღერალმა მოსკოვში გამოსვლაზე უარი განაცხადა

უკრაინელმა პოპ-მომღერალმა ოლგა იუნაკოვამ მოსკოვში 9 მაისის საზეიმო კონცერტზე გამოსვლაზე უარი განაცხადა.იუნაკოვას განცხადებით, მას ამაში 30 ათას დოლარს სთავაზობდნენ. „9 მაისს წითელ მოედანზე კონცერტზე გამოსვლა შემომთავაზეს. მე უარი ვუთხარი. ეკონომიკურად საინტერესო წინადადებაა, მაგრამ მორალურ-ეთიკურად ჩემთვის მიუღებელია. ვნახოთ ერთი, ვინ იმღერებს ამ კონცერტზე უკრაინელებიდან“ – დაწერა იუნაკოვამ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები