პოლონეთი რუსეთთან საზღვარს გაამაგრებს
2015 წლის ივნისისთვის პოლონეთი რუსეთის საზღვარზე სათვალთვალო კოშკებს დააყენებს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, პოლონეთს და კალინიგრადს შორის საზღვრის მონაკვეთზე 6 ასეთი ობიექტის მშენებლობა იგეგემება.
კოშკების შმენებლობა 4 მილიონი დოლარი დაჯდება. 75%-ს ევროკავშირის სპეციალური ფონდი დააფინანსებს.
ეს გადაწყვეტილება ვარშავამ რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქში „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსების განთავსების შემდეგ მიიღო. .
რუსეთთან საზღვრის გამაგრება მანამდე ესტონეთმაც გადაწყვიტა. თავის მხრივ რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საზღვრის გამაგრება მათი მხრიდან არ იგეგმება.