მოსკოვში 19 აპრილს ოპოზიციის საპროტესტო აქცია იგეგმება

რუსეთის ოპოზიცია ქვეყნის დედაქალაქში 19 აპრილს მშვიდობისა და თავისუფლების მარშის გამართვას გეგმავს. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ალექსანდრე რიკლინმა განუცხადა, შესაბამისი განაცხადი ქალაქის მერიაში ორშაბათს შეიტანეს. ამ განაცხადში ოპოზიციონერები  30 ათასი ადამიანის  მსვლელობის მოწყობას ითხოვენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელებში წერენ, აქციის ლოზუნგები ასე შეიძლება განისაზღვროს – „რუსეთი ბოლო ზღვარს მოუახლოვდა“, „რუსეთში მოკლეს დემოკრატია“, არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო, ბიზნესი, მოკლეს ბორის ნემცოვი. ჩვენ ასე ცხოვრება აღარ გვინდა და ამიტომ საპროტესტო მარშზე გამოვდივართ, ასევე აქციის ერთ-ერთ ლოზუნგებს შორის: არის „მოძმე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები