ბარაკ ობამას გამო ქალმა ავტომობილში იმშობიარა

ბარაკ ობამას კორტეჟის გავლის დროს გამოწვეული საცობის გამო ფეხმძიმე ქალმა პირდაპირ მანქანაში იმშობიარა. ინციდენტი აშშ-ს შტატ კენტუკიში, ლუისვილში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტის დროს მოხდა. როგორც გამოცემა WLKY-ი იუწყება, ფეხმძიმე ქალი საცობში იმ დროს მოხვდა, როდესაც თეთრი სახლის ლიდერის კორტეჟი ქალაქის ცენტრიდან აეროპორტში მიდიოდა. ქალს მშობიარობა დაეწყო და მას ამაში შემთხვევით გვერდით მდგარ მანქანაში მყოფი მედდა დაეხმარა, რომელიც ასევე საცობში იყო გაჭედილი.
მოგვიანებით დედაც და ახალშობილიც ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა, ორივე თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები