სამხრეთ კორეა იაპონური სახელმძღვანელოების გამო პროტესტს გამოთქვამს

სამხრეთ კორეამ დაგმო ტოკიოს მიერ დამტკიცებული სასკოლო სახელმძღვანელოები, სადაც სადავო კუნძულები იაპონურად არის მოხსენიებული. „ბი-ბი-სის“ ცნობით, იაპონიის ელჩი სამხრეთ კორეაში უკვე გამოძახებულია ახსნა-განმარტებისთვის.
იაპონური სასკოლო სახელმძღვანელოების ახალი რედაქცია დაოუიდაოს კუნძულებს იაპონურად მოიხსენიებს. ამ კუნძულებს ჩინეთი და ტაივანი ჩინურად მიიჩნევს. ასევე იაპონურად არის მოხსენიებული კუნძული ტოკტი, რომელსაც სამხრეთ და ჩრდილოთ კორეა ძირძველ კორეულ მიწად მიიჩნევენ.
კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნთქვამია, რომ სახელმძღვანელოები ისტორიას ამახინჯებს და მეზობელი ქვეყნის კოლონიურ ამბიციებს ასახავს. იაპონიის განათლების სამინისტროში კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს წიგნი ბავშვებს „ისტორიაზე სწორ წარმოდგენას შეუქმნის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები