თურქეთში Twitter-ი და YouTube-ი დაიბლოკა
თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 6 აპრილიდან Twitter-თან და YouTube-თან წვდომა დაიბლოკა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თურქული მედიის ცნობით, ეს ვებგვერდები მას შემდეგ დაიბლოკა, რაც იქ სტამბოლის პროკურორზე ტერორისტების დამიზნებული პისტოლეტის ფოტოსურათი აჩვენეს. პროკურორი სელიმ კირეზი თურქმა მემარცხენე რადიკალებმა მარტის ბოლოს სასამართლოს შენობაში მძევლად აიყვანეს და შემდეგ მოკლეს.
თურქეთი ადრეც ბლოკავდა Twitter -ს და YouTube-ს. კერძოდ, ეს 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მოხდა. მაშინ ამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო საზოგადოებრიობის კრიტიკა გამოიწვია.