Air India-ს თვითმფრინავში პილოტებმა იჩხუბეს

„ინდოეთის ავიახაზების“ თვითმფრინავის პილოტების კაბინაში იჩხუბეს. ინდური გამოცემა Times of India-ს ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ავიალაინერი ჯაიპურიდან დელიში გასაფრენად ემზადებოდა.
ხომალდის კაპიტანმა მეორე პილოტს გარკვეული დავალება მისცა, რომელმაც ის გააღიზიანა. ამის შემდეგ მეორე პილოტმა, გამოცემის ინფორმაციით, პირველი პილოტი სცემა.
აღსანიშნავია, რომ პირველმა პილოტმა საგანგებო შემთხვევის შესახებ დისპეტჩერებს არ შეატყობინა და ამ ინციდენტის დეტალები მხოლოდ დელიში ჩაფრენის შემდეგ გახდა ცნობილი. ამის შემდეგ ორივე პილოტი ფრენებს ჩამოაშორეს.
თვითმფრონავების უსაფრთხოება და პილოტების საქციელი განსაკუთრებით 24 მარტის ავიაკატასტროფის შემდეგ გახდა აქტუალური, როდესაც Germanwins–ის პილოტმა ანდრეას ლუბიცმა თვითმფრონავი ალპებში კლდეს შეაჯახა, რის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები