კენიის ავიაციამ სომალიში „აშ-შაბაბის“ დაჯგუფების ბანაკებზე ავიადარტყმები განახორციელა
კენიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სომალიში დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ საწვრთნელ ბანაკებზე ავიადარტყმები განახორციელეს.
„აშ-შაბაბის“ „ბოევიკები“ 2 აპრილს კენიის ქალაქ გარისაში მდებარე საერთო საცხოვრებელს თავს დაესხნენ. ამ შეტევის შედეგად 148 ადამიანი დაიღუპა და 79 დაიჭრა.
„ჩვენი ინფორმაციით, „ბოევიკები“, რომლებიც გარისას უნივერსიტეტს თავს დაესხნენ, ამ ორი ბანაკიდან მოვიდნენ. სწორედ ეს ორი საწვრთნელი ბაზა იყო ჩვენი ავიაციის სამიზნე“, – განუცხადა სააგენტო „როიტერს“ კენიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„აშ-შაბაბი“ სომალიში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.