ჩელიაბინსკში ლენინის ბიუსტი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დაუდგენელმა პირებმა ბოლშევიკების ბელადის – ვლადიმერ ლენინის ბიუსტი ყვითლად და ლურჯად – უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს. სააგენტო Chelyabinsk. ru-ს ინფორმაციით, ქალაქის ხელისუფლებამ პოლიციაში განცხადება შეიტანა, რომელმაც ლენინის „ფერმწერების“ ძებნა დაიწყო.
ჩელიაბინსკის ოლქში ერთი თვის განმავლობაში ეს ლენინის ძეგლის დაზიანების მეორე ფაქტია. წინა ინციდენტი 14 მარტს ქალაქ მიასაში მოხდა. მაშინ ლენინს თავზე საბურავები ჩამოაცვეს და ცეცხლი მოუკიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები