პრინცი ჰარი ავსტრალიაში ჩავიდა (ფოტოკოლაჟი)
დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი პრინცი ჰარი სიდნეიში ჩავიდა. ის ავსტრალიის თავდაცვის ძალებში იმსახურებს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ჰარი ავსტრალიაში 4 კვირის განმავლობაში გაჩერდება. ის სიდნეიში იმსახურებს, ასევე ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პორტეში, ავსტრალიის სპეცდანიშნულების ძალების ბაზაზე ჩავა. ქალაქ დარვინში რეზერვისტების პოლკშიც იგეგმება მისი ჩასვლა.
შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ოფიცერია და ის ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა.