“ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებმა” კათოლიკური აღდგომის დღეს ეკლესია ააფეთქეს

რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა სირიის ჩრდილო-ამოსავლეთში მდებარე ქალწული მარიამის ეკლესია ააფეთქეს. ტერაქტი კათოლიკური აღდგომის დღეს მოხდა. სააგენტო «სანას“ ინფორმაციით, ტერაქტი სოფელ თელ-ნასრიში მოხდა. მარიამის სახელობის ეკლესია 1934 წელს არის აშენებული. სირიის ხელისუფლების განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც მათ პოზიციებზე შეერთებულმა შტატებმა ავიადარტყმები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები