ავღანეთში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. Khaama Press-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქარაბაგის რაიონში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე ავღანეთის ნაციონალური პოლიციის ავტომობილი იყო. ბოლო დღეებში ავღანეთის არმიამ რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. ამის შედეგად რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ რამდენიმე ათეული „ბოევიკია“ ლიკვიდირებული.