იემენელი ხუსიტები მზად არიან მოლაპარაკებისთვის, თუ კოალიცია ავიადარტყმებს შეწყვეტს
იემენში ამბოხებული ხუსიტები მზად არიან, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, თუ არაბული კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, მათ პოზიციებზე ავიადარტყმებს შეწყვეტს. ამის შესახებ ლიბანური გაზეთი „დეილი სთარი“ იუწყება.
ხუსიტები ასევე აცხადებენ, რომ ისინი იემენში პრეზიდენტ მანსურ ჰადის დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
როგორც გამოცემასთან საუბარში ხუსიტების წარმომადგენელმა სას სამადმა ირანის მხრიდან სამხედრო დახმარების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, „ეს ასეც რომ იყოს, უცხო ქვეყნების აგრესიას მაინც არ ამართლებს“.