უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – პოროშენკომ პუტინს უთხრა – „წაეთრიეთ დონბასიდან“ და არა „წაიღეთ დონბასი“

უკრიანაში გამოეხმაურნენ რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინსკში მიმდინარე მოლაპარაკებაზე რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შესთავაზა დონბასი რუსეთის შემადგებლობაში წაეღო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ევგენი პერებიინისმა განაცხადა, რომ პოროშენკომ პუტინს უთხრა „წაეთრიეთ დონბასიდან“ და არა „წაიღეთ დონბასი“. „ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს“ – ამბობს პერებიინისი ინფორმაცია ამ დიალოგის შესახებ რუსულმა სააგენტო „რეგნუმმა“ „ფორბსზე“ დაყრდნობით გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები