ინდონეზიაში ორი ავსტრალიელის დახვრეტა იგეგმება
ინდონეზიის სასამართლომ ორი სიკვდილმისჯილი ავსტრალიელი ნარკოდილერის ბოლო აპელაცია უარყო. მიურან სუკუმურანის და ენდრიუ ჩანის შეწყალებაზე ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომაც უარი განაცხადა.
სუკუმურანს და ჩანს 10 ადამიანისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში და ავსტრალიიდან ბალიში 2005 წელს კოკაინის გადატანის მცდელობაში ედებათ ბრალი.
გასულ კვირას სიკვდილმისჯილები ერთ-ერთ კუნძულზე გადაიყვანეს, სადაც ისინი უნდა დახვრიტონ.