რუსული მედია – პოროშენკომ პუტინს რუსეთთან დონბასის მიერთება შესთავაზა
მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელობასთან დახარულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტრო პოროშენკოსთან „მინსკის შეხვედრაზე“ ერთ-ერთი საუბარი გაიხსენა. პუტინის თქმით, პოროშენკომ მას შესთავაზა, დონბასი რუსეთის შემადგენლობაში წაეღო.
სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, მეწარმეებთან შეხვედრის დიდი ნაწილი პუტინმა უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ სიტუაციას დაუთმო. „მან (პოროშენკომ) პირდაპირ მითხრა – წაიღეთ დონბასი რუსეთის შემადგენლობაში“. მე მას ვუპასუხე – „შენ რა, გაგიჟდი? მე დონბასი არ მჭირდება, და თუ თქვენ გჭირდებათ, მაშინ მისი დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადეთ“, – მოჰყავს გამოცემას პუტინის სიტყვები. ოფიციალური წყაროებიდან ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.