დაჭრილი პოლიციელის დედა: საწერი კალამი მოითხოვა

გუშინ დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა სტაბილურია. გრძელიშვილი გონს მოეგო, დედა გაამხნევა და მისი მეწყვილის ბედითაც დაინტერესდა. მან საწერი კალამიც მოითხოვა, რადგანაც საუბარი ჯერ არ შეუძლია.
“ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ვნახე, საუბრით ვერ საუბრობს. საწერი კალამი მოითხოვა, უბრალოდ წერით მიწერს, რადგან აპარატზეა ჩართული, მაგრამ მდგომარეობა ნორმალურია. დაჭრილია მუცლის არეში. ნაწლავები აქვს დაზიანებული და ღვიძლიც ასე ვთქვათ ცოტათი გაკაწრულია”, – განაცხადა გრძელიშვილის დედამ „იმედთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები