თურქი ჟურნალისტი ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებისთვის დააკავეს

თურქი ჟურნალისტი იაშარ ელმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს და მას 23-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ადგილობრივმა სასამართლომ აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელად მიიჩნია, ხოლო ჟურნალისტს, რომელსაც ეს კომენტარი მოეწონა, 28-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.ჟურნალისტის განცხადებით, ნახევარი საათის შემდეგ მან პოსტზე “მოწონება” წაშალა, მაგრამ პოლიციამ ის მაინც დააპატიმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები