ლუგანსკის ოლქში მდებარე ხიდზე 92-ე ბრიგადის სატვირთო ავტომობილი აფეთქდა
უკრაინის აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სჩასტიეში მდებარე ხიდზე გადასვლისას 92-ე ბრიგადის სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. ლუგანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის იაროსლავ გალასმანის განაცხადებით, შემთხვევას ოთხი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. რამდენადაც ცნობილია, ნაღმი ადგილზე გამიზნულად, ღამით დაამონტაჟეს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდნეობა კიდევ გაიზრდება.