“ფენერბახჩეს” ფეხბურთელებს ცეცხლი გაუხსნეს – დაჭრილია ავტობუსის მძღოლი
ტრაგიკულად დასრულდა გუშინდელი დღე “ფენერბახჩესთვის”. თურქეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში “ფენერბახჩე” “რიზესპორს” ესტუმრა და მეტოქე 5:1 გაანადგურა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ავტობუსით შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც “რიზესპორის” ფანებმა ქვების სროლა დაიწყეს.
ავტობუსის მძღოლმა დაამუხრუჭა, რის შემდეგაც თავი არავის აუწევია… როდესაც ხმაური შეწყდა, აღმოჩნდა, რომ ავტობუსის მძღოლი ჩაცხრილული იყო. ქვებთან ერთად, “რიზესპორის” ფანებს ცეცხლსასროლი იარაღიც გამოუყენებიათ.
საავადმყოფოს ექიმმა, რომელშიც მძღოლი გადაიყვანეს, შემდეგი განცხადება გააკეთა: “სამწუხაროდ, სასიკეთო არაფერია. ავტობუსის მძღოლის სიტუაცია კრიტიკულია. ვერ გეტყვით, გადარჩება თუ არა.” ამ მომენტისთვის თურქეთის პოლიცია ეჭვმიტანილების დაკავებას ახორციელებს.