დონეცკში სროლების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
დონეცკში მდებარე პეტროვსკის რაიონში გუშინ ღამით მომხდარი სროლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფეთქებებისა და სროლის ხმა დონეცკის ოლქში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. აღსანიშნავია, რომ გუშინ ღამით, სროლები ლუგანსკის ოლქშიც ისმოდა. ნაღმტყორცნიდან ცეცხლის გახსნის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.