ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ბრუკლინში მან ოფისიც კი იქირავა. თუმცა, აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად მომდევნო 15 დღის განმავლობაში ის ვალდებული იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ოფიციალური განაცხადი გააკეთოს.
აღსანიშნავია, რომ 67 წლის ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში 2008 წელსაც მონაწილეობდა.რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, აღნიშნული პოსტი მან 2013 წელს დატოვა.